ფეხბურთი

14:06 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი მბაპესა და ნეიმარის ნაცვლად? პსჟ-მ ნორვეგიელს თვალი დაადგა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს, თუმცა წყაროს ცნობით ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პსჟ-ს ნეიმარი და კილიან მბაპე დატოვებენ.

აღსანიშვია ისიც, რომ 19 წლის ნორვეგიელის შეძენა მადრიდის "რეალსაც“ სურს და იმ შეთხვევაში თუ „სამეფო კლუბი“ პარიზელებთან კილიან მბაპეს თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათი მთავარი სამიზნე სწორედ ჰოლანდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელს საოცარი სტატისტიკა აქვს, რომელმაც „დორტმუნდის“ მაისურით ყველა ტურნირის გათვალისწინებით 13 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანა მოახერხა.

0.113754