გოლი ყოველ 56 წუთში - რა არის ერლინგ ჰოლანდის წარმატების საიდუმლო? „დორტმუნდის“ უნიჭიერესი ფორვარდი მიმდინარე სეზონის გამორჩეული ფიგურაა და საჯარიმოს ნამდვილ მკვლელად ჩამოყალიბდა.
ესპანურ As-თან „მიოლდედან“ ჰოლანდის ფიზმომზადების მწვრთნელმა ერასე სტეენსილდმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰოლანდის კუნთები 15 თვეში 12 კილოგრამით გაიზარდა.
„მისი სხეული ვარჯიშს კარგად პასუხობს, რადგან პრივილეგირებული გენეტიკა აქვს. ერლინგმა 15 თვეში კუნთის 12 კილოგრამით მომატება შეძლო. ჩვენ მთელი კუნთი ნულიდან შევქმენით“, - განაცხადა სტეენსილდმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ჰოლანდს ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 41 გოლი აქვს გატანილი.