სხვა

1:12 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქირიამ კონტრაქტი One Championship-თან გააფორმა

ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ One Championship-თან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ქირიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ჩემი ახალი მიზანი,რომელიც მაქვს დასახული one championship-თან გავაფორმე გრძელვადიანი კონტრაქტი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო კიდევ ერთი უძლიერესი ორგანიზაციის ქამარი! ვიშრომებ ბევრად უფრო მეტს ვიდრე მანამდე მიშრომია, რათა ღირსეულად ავაფრიალო ქართული დროშა მსოფლიო ასპარეზზე“, - დაწერა ქირიამ.

აქვე გეტყვით, რომ One Championship-ი UFC-ისა და Bellator-ის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ორგანიზაციაა.

0.124136