ფეხბურთი

0:07 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ეგოისტი იყო, ყოველთვის სარკეში იყურებოდა" - რონალდუზე და ბექჰემზე ყოფილი თანაგუნდელი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა დევიდ ბექჰემისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ურუგვაელი ინგლისელთან ერთად უფრო დიდი ხანი ირჯებოდა, კრიშტიანუსთან ნაკლებად, მაგრამ შედარებაში მისთვის ხელი ამას არ შეუშლია.

„რონალდუ გასახდელში ეგოისტური ადამიანი იყო, არა როგორც ბექჰემი. ყოველთვის უნდოდა ახლოს სარკე ჰქონოდა და მთელი დღე სარკეში იყურებოდა. ბექჰემი ბევრად უფრო ბუნებრივი ადამიანი იყო, კრიშტიანუ სარკის წინ იცვლებოდა, საშინელება გახლდათ, შემდეგ ყველაფერი ააშენა“, - თქვა ფორლანმა.

შეგახსენებთ, დიეგო ფორლანი „მანჩესტერის“ ღირსებას 2001-2004 წლებში იცავდა და 98 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

0.119063