საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ კორონავირუსით გამოწვეული პაუზა დაასრულა და დიღმის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი დაიწყო.
ვარჯიშები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათ კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით ტარდება.
აღსანიშნავია, რომ ვარჯიში დისტანციურად და ორკაციანი ჯგუფებით მიმდინარეობს.