ფეხბურთი

14:20 | 19.05.2020 | ნანახია 0 - ჯერ

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი

Transfermarkt-ი ყველაზე ცნობილი საიტია, რომელიც მომხმარებლებს ფასებთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას სთავაზობს. მათზე დაყრდნობით, შესაძლებელია ყველაზე ძვირადღირებული სიმბოლური გუნდის შედგენა.

2000 წელს ლუიშ ფიგუ „ბარსელონადან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. "სამეფო კლუბს" აღნიშნული ტრანსფერი 62 მილიონი ევრო დაუჯდა და პორტუგალიელი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგების მონაწილე გახდა.

17 წლის შემდეგ კი პსჟ-მ „ბარსელონას“ 222 მილიონი ევრო გადაუხადა ნეიმარის სანაცვლოდ. გადახდილი თანხები დროთა განმავლობაში საგრძნობლად იზრდება და მატულობს მოთამაშეთა სატრანსფერო ფასებიც. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის ასაკი დიდ როლს თამაშობს მის ღირებულებაში, შესაბამისად თანამედროვეობის ორი უდიდესი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ დღეისთვის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ვერ მოხვდნენ.

მეკარე: იან ობლაკი („ატლეტიკო“, 27 წლის, 80 000 000 €)

მცველები: ენდრიუ რობერტსონი („ლივერპული“, 26 წლის, 64 000 000 €), ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული“, 28 წლის, 80 000 000 €), ცენტრალური მცველი: მატიას დე ლიხტი („იუვენტუსი“, 20 წლის, 67 500 000 €), მარჯვენა მცველი: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი („ლივერპული“, 21 წლის, 99 000 000 €)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე („ჩელსი“, 29 წლის, 80 000 000 €), კაი ჰავერცი („ლევერკუზენი“, 20 წლის, 81 000 000 €), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“, 28 წლის, 120 000 000 €), რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“, 25 წლის, 128 000 000 €)

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (პსჟ, 21 წლის, 180 000 000 €), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, 27 წლის, 120 000 000 €)

ფეხბურთელები, რომლებიც სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდნენ, მაგრამ შეფასებულნი არიან 100 მილიონ ევროზე მეტად:

ლიონელ მესი (112 მლნ.), ჯეიდონ სანჩო (117 მლნ.), ჰარი კეინი (120 მლნ.), სადიო მანე (120 მლნ.) და ნეიმარი (128 მლნ.). ამ უძლიერეს სიმბოლურ თერთმეტეულზე კი ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს გუნდი კორონავირუსსაც კი დაამარცხებდა.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:44 | 16.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ალბანერტზე რომ არაფერი ვთქვათ, ლუქსემბურგი რა დღეშია ნახეთ

12:43 | 16.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველამ ისწავლა რა თამაში ყველამ ჩვენს გარდა

12:01 | 16.10.2023
lagashi (6738)

ეს კვიპროსი მართლა გიბრალტარი ანდორას დონეზეა დაწეული..

რათქმა უნდა ფეხბურთელები გვყავს შესაბამისად კარგი თამაშის რესურსიც... უბრალოდ სანიოლი და მის ზურგს უკან ამოფარებული აქაური ბანდა არ არის საქმის ერთგული.

2.5 წელია რაც ეს შტაბი წვრთნის გუნდს და ჯერ კიდევ არ არის მიახლოებითი თერთმეტეულიც კი ჩამოყალიბებული...

01:47 | 16.10.2023
alfadhirhaiti (7530)

საუკეთესო ნაკრებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში! ლიეტუვებს, გიბრალტარებს, კვიპროსს და ა.შ სტაბილურად ვუგებთ უკვე კლასის ხარჯზე მწვრთნელის არ ყოფნაში. ერთი 90-იანების ნაკრები შეიძლება მიუახლოვო, მაგრამ მოლდოვები და ლატვიები ახევდნენ სახეს იმ ნაკრებს.

22:26 | 15.10.2023
ძიუდოო123 (1282)

ალბანეთი შესარჩევიდან მეორედ გავიდა ევროპაზე და ჩვენ პლეოფიც არ გვაქვს ნათამაშევი რადონის ფსკერზე ვართ

02:46 | 16.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მარტო ალბანეთი, ლუქსემბურგი ნახე რა დღეში

21:48 | 15.10.2023
ogafa (10220)

ყოჩაღ კიტე ჯიმა

21:11 | 15.10.2023
ძიუდოო123 (1282)

კვირკველიას რა უნდა ნაკრებში ცენტრიდან პას უკან მეკარეს უბრუნებს. არაფერი შეცვლილა ესპანეთის მერე მორაგბეთა ნაკრებივით უამარავი უაზრო დაკარგვები რომელსაც დიდი გუნდები იყენებენ და ვიღებთ იმ შედეგს რაც ესპანეთან მივიღეთ. მიე ბურთი კვარას დ აიქნებ ქნას ესაა და ეს ან უნდ აგაგვირდეს როგორიც კიტეს გოლის შემთხვევაში მოხდა. რაც შეეხება მწვრთნელს არცერთი თავმოყავრე და მაღალკვალიფიციური არ ჩაიბარებს ნაკრებს

21:00 | 15.10.2023
dubligi (1492)

გეთანხმები მწვრთნელის მოსვლაზე, ანუ ეხლა ბევრ კარგ მწვრთნელს მოუნდება საქართველოს ნაკრებში და უნდა გამოიყენოს ეს ფედერაციამ.

20:34 | 15.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველაზე მთავარი კარგი ის მოხდა რომ კვარაცხელიამ ნაკრებშიც გაიტანა

20:33 | 15.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ისეთი სუსტია კვიპროსი ჩვენი ნაკრების ძალას ამ თამაშით ვერ შეაფასეფ

19:28 | 15.10.2023
alfadhirhaiti (7530)

მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი იყვნენ საუკეთესოები. ქოჩორაშვილი მაგარია, მგონი გვეშველა. ამ ნაკრებს ახალგაზრდა კვალიფიციური მწვრთნელი როგორ არ უნდა ჰყავდეს. სანამ კვარა და მამარდა გვყავს, საინტერესოდ მოჩანს საქართველოს ნაკრების გაწვრთნის წინადადება. აქამდე ცხრაჯერ უნდა დატრიალებულიყვნენ, ახლა მარტო სასწაულის იმედი გვაქვს.

19:20 | 15.10.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2023)

აი ნახეთ მოლდოვა არ წააგებს პოლონეთთან

19:17 | 15.10.2023
ს.კ.1923 დ.ბ. (2023)

კვარას სტატისტიკა ყველა კუთხეში წერია,ბარემ ჟორჟისაც დაგეწერათ

19:06 | 15.10.2023
alfadhirhaiti (7530)

მაინც უნდა ითქვას, მწვრთნელი არ ჰყავს ნაკრებს. ესაა ინდივიდუალური კლასით მოგებული თამაში. ჟორჟი რატო ამოაგდო ძირითადიდან, ნეტა თვითონ თუ იცის.

0.070041