ზლატან იბრაჰიმოვიჩის არაორდინალური ხასიათის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი. „მილანის“ თავდამსხმელს საკუთარი თავი „ღმერთად“ არაერთხელ მოუხსენებია და ამჯერად კიდევ ერთხელ შეგვახსენა.
„ნახევარი ღმერთი და ნახევარი - ეშმაკი“, - დაწერა ზლატანმა ტვიტერში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შვედმა სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: „ღმერთი დაბრუნდა და თქვენ გიყურებთ“.