დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შედეგიანობის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის.
ნორვეგიელისთვის ორიოდ დღის წინ რურის დერბიში გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 41-ე იყო. ამ შედეგს ერლინგმა 19 წლის 9 თვისა და 23 დღის განმავლობაში უწია.
შედარებისთვის, რონალდუმ ერთ სეზონში ამაზე მეტი გოლი (42) მხოლოდ მაშინ გაიტანა, როდესაც 23 წლის, 3 თვის და 6 დღის იყო, ხოლო მესიმ 2009-2010 წლების სეზონში 22 წლის, 10 თვისა და 6 დღის ასაკში შეძლო 47 გოლი გაეტანა.
ჰოლანდის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია და ასე თუ გააგრძელებს, კიდევ არაერთხელ მოახერხებს საფეხბურთო სამყაროს გაოცებას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გოლის ალღოიანი ბიჭია ჰაალანდი.
არაფერი,რომ რონალდუ ამის ასაკში მარჯვენა ვინგერს/ნახევარმცველს თამაშობდა ძირითიდად და დასარტყმელ პოზიციაზე მარცხენა ფეხიდან გადიოდა ?
თუნდაც იმ სეზონში,როდესაც 42 გოლი გაიტანა,უფრო ხშირად შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა.ეს რეალში უკვე 2010-11 სეზონში დაიწყო მარცხენა ფლანგზე მოქმედება,მისთვის ყველაზე კომფორტულ პოზიციაზე.