ფეხბურთი

20:44 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას აღმასკომის სხდომა გადაიდო

უეფას აღმასკომის სხდომა, რომელიც 27 მაისს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომა 17 ივნისს გაიმართება.

შესაბამისად, გადაიწია ევროთასების განახლების თარიღის საკითხისა და ერთა ლიგის კალენდრის განხილვა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უეფას არც ევროტურნირებისა და არც ერთა ლიგის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

თეგებიუეფა
0.115199