ფეხბურთი

18:17 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰადსონ-ოდოი დააპატიმრეს, მეგობარი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოიმ კარანტინის დარღვევის გამო პოლიციამ დააპატიმრა. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, 19 წლის ინგლისელმა სოციალურ ქსელში ასევე 19 წლის მომხიბლავი გოგონა გაიცნო, რომელიც საკუთარ სახლში მიიწვია. შედეგად, პოლიციამ ფეხბურთელი კარანტინის დარღვევის ფაქტზე დააკავა, ხოლო გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოი პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურეს.

კარანტინის დარღვევის სკანდალში კი მანამდე „მანჩესტერ სიტის“ მცველი კაილ უოლკერი გაეხვა, რომელმაც სახლში ორი მეძავი გოგონა მიიყვანა. აქვე გეტყვით, რომ „ჩელსი“ მომხდარის შესახებ ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს.

0.137127