ფეხბურთი

18:56 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კასერესი: "ორი თვე კორონავირუსი მქონდა და არაფერი ვიცოდი"

ფლორენციის „ფიორენტინას“ მცველმა მარტინ კასერესმა განაცხადა, რომ ორი თვის განმავლობაში კორონავირუსი ჰქონდა, მაგრამ არაფერი იცოდა.

„კორონავირუსი ორი თვე მქონა და არაფერი ვიცოდი. სიმპტომები 8-15 მარტის პერიოდში მქონდა, როდესაც სახლში ვვარჯიშობდი, ფილტვებში რაღაც დისკომფორტს ვგრძნობდი. ფაქტობრივად კორონავირუსს შევუყვარდი და ჩემგან წასვლა არ უნდოდა.

მითხრეს, რომ კარანტინში 20 დღე უნდა დავრჩენილიყავი, გუშინ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და თითქოს ახალი ადამიანი ვარ“, - თქვა კასერესმა.

შეგახსენებთ, რომ კასერესს სხვადასხვა პერიოდში „სევილიაში“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსში“ უთამაშია.

0.121129