ფამაგუსტას „ანორთოსისის“ გენერალურმა დირექტორმა იანოს კონტსანტინუმ განაცხადა, რომ თემურ ქეცბაია დეპრესიაშია. ამის მიზეზი კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებაა, რომლებმაც სეზონი დაასრულეს.
„ის დეპრესიაშია, თემურს სეზონი წაართვეს. მიაჩნდა, რომ „ანორთოსისს“ ჩემპიონობა და პირველი ადგილის დაკავება შეეძლო. შესაბამისად, მისი რეაქცია გასაგებია“, - თქვა კონსტანტინუმ.
შეგახსენებთ, „ანორთოსისს“ მეორე ადგილი და ევროპა ლიგის საგზური ერგო, კლუბი კი უეფას და სასამართლოს მიმართავს თავისი უფლების დასაცავად.
ფამაგუსტელებს „ომონიასთვის“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გადაცემა უსამართლოდ მიაჩნიათ და დამატებითი, ერთი მატჩი ჩატარებას ითხოვენ.