თამაშგარე

12:18 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ტაეკვანდოსა და სილამაზეში - დაუჯერებლად ეშხიანი სარა (ფოტოგალერეა)

მის აზია გლობალი, ჩემპიონი ტაეკვანდოში, მოდელი და სატელევიზიო სახე. ამ ყველა პროფესიის მფლობელი ულამაზესი სარა დამნიანოვიჩია - ახალგაზრდა ტაეკვანდოელი სერბეთიდან.

სარას ინსტაგრამზე „სულ რაღაც“ 578 ათასი მიმდევარი ჰყავს, მაგრამ თავის პირად გვერდზე მომნუსხველი ფოტოებისა და თუ ვიდეობის გამოქვეყნება მისი საყვარელი ჰობია.

ტაეკვანდო ოლიმპიური სახეობაა და მართალია სარას ჯერ ოლიმპიური ოქროსთვის არ მიუღწევია, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატება არ აკლია და დრო ძალიან ბევრი აქვს, ოლიმპიური ოქროს მედლისთვის. სხვათა შორის, მისი ვარჯიშისთვის თვალის მიდევნება ვიდეოში შეგიძლიათ. პარალელურად წარმატებულია სამოდელო საქმიანობაში და სერბეთის ტელევიზიის პოპულარული სახეცაა.

ინსტაგრამში თავის ცხოვრებას აღწერს: სიყვარული, ცხოვრება, ბედნიერება. ბედნიერებას, რომელიც ალბათ თაყვანისმცემლებსაც ეუფლებათ, როდესაც მომხიბლავი სარას წარმოუდგენელ ფოტოებს უყურებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113753