მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 40 გოლი გაიტანა. პოლონელი ფეხბურთელი უკვე ზედიზედ 5 სეზონია აღნიშნულ შედეგს აფიქსირებს.
რობერტმა 40-დან 26 გოლი ბუნდესლიგაში მიითვალა, 11 ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 3 გერმანიის თასზე.
საინტერესოა, რომ კარიერის რეკორდამდე ლევანდოვსკის 3 გოლი აშორებს, რადგან მისი მაქსიმუმი 2016-2017 წლების სეზონში 43 გოლი იყო.
ბოლო ხუთ სეზონში კი ყველა ტურნირის გათვალისწინებით ასეთი შედეგიანობით ირჯება:
2015-2016 წლების სეზონი: 42 გოლი
2016-2017 წლების სეზონი: 43 გოლი
2017-2018 წლების სეზონი: 41 გოლი
2018-2019 წლების სეზონი: 40 გოლი
2019-2020 წლების სეზონი (ჯერ კიდევ გრძელდება): 40 გოლი