ფეხბურთი

19:45 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის რჩევით სალაჰმა "რეალში" გადასვლაზე უარი თქვა

„ლივერპულის“ შემტევმა მოჰამედ სალაჰმა 2018 წელს მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე უარი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ჰექტორ რაულ კუპერის რჩევით თქვა.

ეგვიპტის ნაკრებში კუპერის ასისტენტი ჰანი რამზი იხსენებს, რომ სალაჰმა მათ რჩევით მიმართა და შემდეგ ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა.

„იმ დროს, როდესაც კუპერთან ერთად ეგვიპტის ნაკრებში ვმუშაობდი, 2018 წლის მარტში შვეიცარიაში შეკრებაზე ვიყავით. სალაჰმა მითხრა, რომ „რეალისგან“ წინადადება ჰქონდა მიღებული. შეთავაზება ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ მომომ ჩემთან და კუპერთან განიხილა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ „ლივერპულში“ დარჩენილიყო, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობდა“, - თქვა რამზიმ On Times Sports-თან საუბარში.

შეგახსენებთ, მოჰამედ სალაჰი "ლივერპულში" 2017 წელს გადავიდა და 144 მატჩში 91 გოლი გაიტანა.

0.117082