2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარჩელო ლიპი ფეხბურთის დაბრუნების მომხრეა. გამოცდილ სპეციალისტს არმ იაჩნია გამართლებულად სეზონის დასრულება მაშინ, როდესაც ვირუსმა ძალა დაკარგა.
ლიპი შექმნილ ვითარებას შეთქმულებასაც აბრალებს და თქვა, რომ XXI საუკუნეში ვაქცინის არარსებობა, უცნაურია.
„დღევანდელი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, გულს მირევს. ისინი გვეუბნებიან, რომ ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ დროს ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს, როგორც პოლიტიკურად, ისე მეცნიერულად. 2020 წელია, ხალხი მარსზე მიდის და ამ დროის ვირუსის ვაქცინა არ არსებობს...
რა თქმა უნდა, სერია A უნდა განახლდეს. დიდი ხანია გვეუბნებიან, რომ ვირუსით ცხოვრება მოგვიწევს და მაშინ ფეხბურთი ვეღარ უნდა ვითამაშოთ? ამჟამად დაავადებამ ძალა დაკარგა და არაა ისეთი, როგორც ორი თვის წინ, პრობლემის მოგვარება შეიძლება. ასე, რომ რატომ არ უნდა დავუბრუნდეთ ფეხბურთს?“, - განაცხადა ლიპიმ.