ფეხბურთი

14:52 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი "მილანს" ტოვებს და ორი ვარიანტი აქვს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მილანს“ დატოვებს. შვედი ფორვარდი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს და თავისუფალი აგენტი გახდება.

ამის შესახებ „ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა.

„იბრაჰიმოვიჩმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა, გადაწყვეტილი აქვს ზაფხულში რას გააკეთებს, „მილანში“ აღარ ითამაშებს. ახლა მას ორი არჩევანი აქვს, ან ჩვენთან უნდა მოვიდეს „ბოლონიაში“, ან შვედეთში დაბრუნდეს“, - თქვა მიხაილოვიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ შვედეთში ზლატანი „ჰამარბის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია და სწორედ ამ გუნდში დაბრუნებაზე საუბრობენ. სკანდინავიელს „მილანთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114355