1929 – დაიბადა ბრანისლავ (ბრანკო) ზებეცი. იუგოსლავიელი (ხორვატი) ფეხბურთელი (ამპლუით ფორვარდი) და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა ბელგრადის “პარტიზანში” (1951-59) და “ცრვენა ზვეზდაში” (1959-63), გერმანულ “ალემანიაში” (1963-65). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. ევროპის 1960 წლის პირველობის ფინალისტი. იუგოსლავიის ნაკრების 65 მატჩში გაიტანა 17 გოლი. იუგოსლავიის ჩემპიონი (1960) და თასის სამგზის მფლობელი (1952, 1954, 1957). წვრთნიდა ზაგრების “დინამოს”, მიუნხენის “ბაიერნს”, “შტუტგარტს”, სპლიტის “ჰაიდუკს”, ბრაუნშვაიგის “აინტრახტს”, “ჰამბურგს”, დორტმუნდის “ბორუსიას”, ფრანკფურტის “აინტრახტს”. ზაგრების “დინამოს” 1967 წელს ბაზრობათა თასი მოაგებინა, მიუნხენის “ბაიერნს” გერმანიის ჩემპიონობა და თასი (1969), “ჰამბურგს” გერმანიის პირველობა (1979). 1979 წელს ზებეცის ხელმძღვანელობით “ჰამბურგმა” ჩემპიონთა თასის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში თბილისში “დინამოს” 3:2 მოუგო. ბრანკო ზებეცი 1988 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1875 - პირველად ჩატარდა კენტუკის საცხენოსნო დერბი. იგი ოლივერ ლუისმა მოიგო.
1928 - ამსტერდამში თანამედროვეობის მეცხრე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. შეჯიბრება ორი თვე და 26 დღე გრძელდებოდა.
1931 - შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პირველად დამარცხდა კონტინენტურ გუნდთან. სკოტებმა ვენაში ავსტრიელებთან 0:5 წააგეს.
1961 - პირველად ჩატარდა თასების თასის ფინალური მატჩი. ფლორენციის “ფიორენტინამ” საკუთარ მინდორზე პირველ ფინალურ შეხვედრაში (თავდაპირველად თასების თასის ფინალები ორი მატჩისგან შედგებოდა) გლაზგოს “რეინჯერსს” 2:0 მოუგო. განმეორებით ასპარეზობაში გლაზგოელმა “პროტესტანტებმა” 1:0 იმარჯვეს, ორი მატჩის ჯამში კი საპატიო პრიზი წილად ფლორენციელებს ხვდათ.
1972 - ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპური” UEFA-ს თასის გათამაშების პირველი გამარჯვებული გახდა. მან საკუთარ “უაით ჰართ ლეინზე,” 54 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ფრედ ითამაშა “ვულვერჰემპტონთან” (1:1). პირველი ფინალური შეხვედრა “ჰოთსპურმა” 2:1 მოიგო.
1977 - თბილისის “დინამომ” ბუდაპეშტის “უიპეშტ დოჟას” 2:1 სძლია. ქართველთაგან გოლები ზურაბ წერეთელმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს.
1981 - “ფორმულა-1”-ის ზოლდერის (ბელგია) გრან-პრი კარლოს იტმანმა (“უილიამსი”) მოიგო.
1989 - უეფა-ს თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, ნეაპოლის “ნაპოლიმ” “შტუტგარტთან” 3:3 ითამაშა (პირველი შეხვედრა იტალიელებმა 2:1 მოიგეს) და საპატიო პრიზი მოიპოვა. შტუტგარტის “ნეკერშტადიონზე” თამაშს 67 ათასი მაყურებელი დაესწრო. ნეაპოლელთა რიგებში დიეგო მარადონა ასპარეზობდა.
1992 - “ფორმულა-1”-ის იმოლას (სან მარინო) გრან-პრი ნაიჯელ მენსელმა (“უილიამსი”) მოიგო.
1992 - დამოუკიდებელი სტატუსი მიიღო ბოსნია-ჰერცეგოვინას ფეხბურთის ფედერაციამ. მანმადე ეს ორგანიზაცია იუგოსლავიის ფეხბურთის შემადგენლობაში შედიოდა. ბოსნია-ჰერცეგოვინას ფეხბურთის ფედერაცია 1996 წელს ფიფას, 1998-ში კი უეფას წევრი გახდა.
2000 - სტამბოლის “გალათასარაიმ” კოპენჰაგენის “პარკენის” სტადიონზე ლონდონის “არსენალი” პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა და უეფა-ს თასი დაისაკუთრა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.
2006 - ტოკიოში გამართულ მაისის ბაშოზე, ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ, აღმოსავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირა ჰომაშო დაამარცხა.
2006 - კატალონიურმა “ბარსელონამ” ლონდონის “არსენალი” დაამარცხა (2:1) და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეორედ გახდა. გოლები კემპბელმა (“არსენალი”), ეტო’ომ და ბელეტიმ გაიტანეს. “ბარსელონა”: ვალდესი, ოლეგერი (ბელეტი, 72), პუიოლი, მარკესი, ვან ბრონკჰორსტი, ედმილსონი (ინიესტა, 46), დეკო, ვან ბომელი (ლარსონი, 59), რონალდინიო, ჟიული, ეტო’ო. “არსენალი”: ლემანი, ემანუელ ებუე, კოლო ტურე, კემპბელი, ეშლი კოული, გლები (რეიესი, 83), ფაბრეგასი (ფლამინი, 74), ჟილბერტო სილვა, პირესი (ალმუნია, 21), ლიუნგბერგი, ანრი. 21-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ლემანი გააძევა და ლონდონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.
2006 - ფრანგული “ოსერის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟაკ სანტინი გადააყენეს.
2006 - ფრანგული “ტულუზას” მთავარ მწვრთნელად ელი ბოპი დაინიშნა.
2006 - ბელგიური “ლოკერენის” მთავარ მწვრთნელად არიენ იაკობსი დაინიშნა.
2007 - განმეორებით დანიშნულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში (პირველად დანიშნულ არჩევნებში, ნოდარ ახალკაც-უმცროსთან და მამუკა კვარაცხელიასთან კონკურენციაში, ხმათა უმრავლესობით გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, იგი რამდენიმე წუთში პოსტიდან გადადგა), ნოდარ ახალკაცმა (უმცროსმა) გაიმარჯვა, რომელსაც 25-მა დელეგატმა მისცა ხმა. არჩევნებში ნოდარ ახალკაცის კონკურენტი მამუკა კვარაცხელია იყო.
2008 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში “პორტსმუთმა” “უემბლიზე” უელსური “კარდიფ სიტი” 1:0 დაამარცხა და საპატიო პრიზი დაიმსახურა. ერთადერთი გოლი ნვანკვო კანუმ გაიტანა.
2009 - “ვიტ ჯორჯიამ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა და მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
2009 - მადრიდის მასტერზის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი 6:4, 6:4 დაამარცხა, რითაც ესპანელის თიხნარის კორტზე ზედიზედ 33 მოგებისგან შედგენილი სერია შეწყვიტა.
ამ დღეს დაიბადნენ
1907 - ალვარო ხესტიდო. ურუგვაის ნაკრებისა და მონტევიდეოს “პენიაროლის” მცველი. 1930 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 25 მატჩი. ურუგვაის შვიდგზის ჩემპიონი. ალვაროს ძმა, გენერალი ოსკარ ხესტიდო 1967 წელს ურუგვაის პრეზიდენტი იყო.
1920 - ლიდია ვიდემანი. ფინელი მოთხილამურე. 10 კმ-ზე რბოლაში 1952 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.
1927 - კარლო ყრუაშვილი. ცნობილი ქართველი საფეხბურთო არბიტრი. აქტიური სამსაჯო კარიერა 1960-76 წლებში ჰქონდა. მოემსახურა საკავშირო პირველობების 160 მატჩს. თერთმეტჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის 10 საუკეთესო მსაჯს შორის. წვრთნიდა საქართველოს ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრებებს.
1929 - ბრანისლავ (ბრანკო) ზებეცი. იუგოსლავიელი (ხორვატი) ფეხბურთელი (ამპლუით ფორვარდი) და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა ბელგრადის “პარტიზანში” (1951-59) და “ცრვენა ზვეზდაში” (1959-63), გერმანულ “ალემანიაში” (1963-65). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. ევროპის 1960 წლის პირველობის ფინალისტი. იუგოსლავიის ნაკრების 65 მატჩში გაიტანა 17 გოლი. იუგოსლავიის ჩემპიონი (1960) და თასის სამგზის მფლობელი (1952, 1954, 1957). წვრთნიდა ზაგრების “დინამოს”, მიუნხენის “ბაიერნს”, “შტუტგარტს”, სპლიტის “ჰაიდუკს”, ბრაუნშვაიგის “აინტრახტს”, “ჰამბურგს”, დორტმუნდის “ბორუსიას”, ფრანკფურტის “აინტრახტს”. ზაგრების “დინამოს” 1967 წელს ბაზრობათა თასი მოაგებინა, მიუნხენის “ბაიერნს” გერმანიის ჩემპიონობა და თასი (1969), “ჰამბურგს” გერმანიის პირველობა (1979). 1979 წელს ზებეცის ხელმძღვანელობით “ჰამბურგმა” ჩემპიონთა თასის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში თბილისში “დინამოს” 3:2 მოუგო. ბრანკო ზებეცი 1988 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა.
1931 - ალფრედ კუჩევსკი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.
1943 - ვალენტინა ვინოგრადოვა. საბჭოთა ფრენბურთელი. 1968 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1963, 1967).
1946 - ზინაიდა ტურჩინა. ხელბურთში 1976 და 1980 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1948 - ხორსტ კოპელი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ფორვარდი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონი. უეფას თასის ორგზის მფლობელი (1975, 1979). ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1977). გფრ-ის ხუთგზის ჩემპიონი.
1952 - ხორხე ოლგუინი. არგენტინის ნაკრების, “სან ლორენსოს”, “ინდეპენდიენტეს”, “არგენტინეს ხუნიორსის” მცველი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 60 მატჩი. “არგენტინოს ხუნიორსის” შემადგენლობაში 1985 წელს მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. არგენტინის ექვსგზის ჩემპიონი. არგენტინის პირველობების 529 მატჩში გაიტანა 53 გოლი.
1956 - შუგარ რეი ლეონარდსი. კრივში 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. პროფესიონალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოპოვებული აქვს ხუთ წონით კატეგორიაში.
1966 - ჰენრიკ ლარსენი. გასული საუკუნის 90-იან წლებში დანიის ნაკრების მცველი. ევროპის 1992 წლის ჩემპიონი. დანიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 39 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. დანიის თასის ოთხგზის მფლობელი. 2003 წელს წყრთნიდა ფარერების კუნძულების ეროვნულ ნაკრებს.
1967 - მნაცაკან ისკანდერიანი. სომეხი მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1969 - ხუან ლანერასი. ესპანელი ველოსიპედისტი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1970 - ჰუბერტ დევისი. “დალას მავერიკსისა” და “ნიუ იორკ ნიკზის” მსროლელი.
1972 - ერგუნ პემბე. “გალათასარაის” ნახევარმცველი. UEFA-ს თასის მფლობელი. თურქეთის მრავალგზის ჩემპიონი.
1975 - გიზო ჯელაძე. ყაზანის “რუბინის,” სარატოვის “სოკოლის” და როსტოკის “ჰანზას” ფეხბურთელი.
1975 - მარსელინიო. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, “სანტოსის,” “რიო ბრანკოს,” “სან პაულუს,” “მარსელის,” “გრემიოს,” ბერლინის “ჰერტას,” “ტრაბზონსპორისა” და “ვოლფსბურგის” ფეხბურთელი.
1975 - ტონი სილვა. სენეგალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
1979 - დავიდ იაროლიმი. ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
1980 - ჯერომ ბისლი. საკალათბურთო კლუბ “მაიამი ჰითის” ფორვარდი.
1982 - ტონი პარკერი. საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “სან ანტონიო სპერზის” გამთამაშებელი (188 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის ჩემპიონი (2003, 2005, 2007, 2014). ევროპის ჩემპიონი (2013).