ფეხბურთი

0:05 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იმედგაცრუებული ფეხბურთელები - "ანორთოსისმა" ვარჯიში შეწყვიტა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საწვრთნელი პროცესი შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი დასრულებლად გამოაცხადა, თემურ ქეცბაიას გუნდში ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

კლუბმა ფეხბურთელებს შეატყობინა, რომ მომავალი პერიოდის განმავლობაში ვარჯიშები აღარ ჩატარდება. მოთამაშეები და მთლიანად კლუბი იმედგაცრუებულია მოვლენების განვითარებით და ასოციაციის გადაწყვეტილებით.

ფეხბურთელებისთვის შვებულება უკვე დაიწყო. გარდა ამისა, Sport-fm-ის ინფორმაციით, ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა, სადაც „ანორთოსისის“ მენეჯმენტი ამ სეზონის სახელფასო ფონდთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, „ანორთოსისს“ ფეხბურთის ასოციაციამ მეორე ადგილი და ევროპა ლიგის საგზური არგუნა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე გასულ „ომონიას“ დარად თანაბარი ქულები ჰქონდა.

0.111428