ფეხბურთი

22:27 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" ბეილისთვის 300 მილიონი გაამზადა

„ნიუკასლ იუნაიტედს“ გარეთ ბეილის ინგლისში დაბრუნება აქვს განზრახული. Daily Star-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭების“ ახალი მეპატრონეები მზად არიან უელსელის ტრანსფერისთვის 300 მილიონი ევრო გამოყონ.

ამაში შედის, როგორც სატრანსფერო თანხა, ისე ფეხბურთელისთვის გადასახდელი ხელფასიც. თუმცა თავად ბეილს „სენტ ჯეიმს პარკზე“ გადაბარგების დიდი სურვილი არ აქვს.

ბეილს ურჩევნია „საუთჰემპტონისა“ და „ტოტენჰემის“ შემდეგ პრემიერლიგაში თუ დაბრუნდება, უფრო პრესტიჟული კლუბის მაისური მოირგოს.

შეგახსენებთ, გარეთ ბეილი მადრიდის „რეალის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს, მაგრამ ბოლო პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

0.137288