ფეხბურთი

16:51 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: "სამი წლის შემდეგ კარიერის "რეალში" დასრულება მინდა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება „სამეფო კლუბში“ სურს.

„ჩემი მიზანია მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში „რეალის“ ფეხბურთელი ვიყო. 33 წლის ვიქნები და ეს არის დრო, როდესაც სწორი იქნება კითხვა: როგორ გრძნობ თავს ფიზიკურად, ისევ მოტივირებული ხარ, გინდა გაგრძელება? ფეხბურთში სამი წელი ბევრია, „რეალში“ კიდევ უფრო მეტად და მინდა კარიერა აქ დავასრულო“, - განაცხადა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი „რეალის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და 266 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

0.110385