ფეხბურთი

1:21 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ასე თუ ვითამაშებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელი იქნება"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ფიქრობს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუჭირდება, თუ თამაშის ხარისხის არ გააუმჯობესებენ.

„შესაძლოა ჩვენთვის კარგი იყო, რომ სეზონი შეჩერდა. თუ ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც ბოლო რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ შევძლებთ. მე არასდროს შემიტანია გუნდში ეჭვი, რომ ყველაფრის მოგება არ შეუძლია, მაგრამ ამის მიღწევა ისე შეუძლებელი იქნება, როგორც ვთამაშობდით. ყველას აქვს საკუთარი მოსაზრება და ჩემი დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ ვიცი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველწლიურად თამაში და ისიც ვიცი, რომ ასეთი დონის თამაშით მოგება შეუძლებელი იქნება“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა მერვედფინალში „ბარსელონა“ სტუმრად „ნაპოლის“ დაუზავდა (1:1). როდის გაიმართება საპასუხო თამაში „კამპ ნოუზე“ ამ ეტაპზე უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107306