ფეხბურთი

21:55 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი: "ძალიან ცუდია, არ ვიცი ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს"

კვიპროსის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ „ანორთოსისის“ ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა კომენტარი გააკეთა.

ჩვენებურისთვის გაუგებარია რატომ მიიღეს კვიპროსში ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ევროპაში ქვეყნების უმეტესობა სეზონის განახლებას აპირებს.

„ვისაც აინტერესებდა ჩემპიონატი გაგრძელდებოდა თუ არა, გეტყვით, რომ ეს არ მოხდება. უცნობია რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ბევრი ქვეყნის გუნდებმა დაიწყეს ვარჯიში და სეზონის გაგრძელებაზე მუშაობა, მიუხედავად ამისა, კვიპროსში შეწყვიტეს.

ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ჩვენ მომავლისთვის ვემზადებით“, - ციტირებს ოქრიაშვილის სიტყვებს 24sports.com.cy.

შეგახსენებთ, „ანორთოსისს“ მხოლოდ მეორე ადგილი და ევროპა ლიგის საგზური ერგო, მიუხედავად იმისა, რომ „ომონიას“ მსგავსად 46 ქულა აქვს. ამიტომაც, ფამაგუსტელები სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებენ.

0.112916