ფეხბურთი

18:20 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

8 ტური ერთ თვეში - რუსეთის პრემიერლიგის განახლების თარიღი ცნობილია

რუსეთის პრემიერლიგა 21 ივნისს განახლდება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და ისიც ცნობილია, რომ ყველა თამაში უმაყურებლოდ ჩატარდება.

სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება, შედეგად, სეზონის დასრულების ბოლო ვადად 22 ივლისი გაიწერა. რუსეთის თასის ფინალი კი 25 ივლისს გაიმართება.

გარდა ამისა, რუსეთში მიიღეს IFAB-ს შეთავაზება და 90 წუთში ერთ გუნდს 5 შეცვლის გაკეთების უფლება ექნება, ლიგამ ეს უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. ცნობილია ისიც, რომ ბოლო ორი გუნდი ქვედა ლიგაში გავარდება.

პრემიერლიგას „ზენიტი“ ლიდერობს, „ლოკომოტივსა“ და „კრასნოდარს“ 9 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რუსეთში 5 ქართველი ლეგიონერი, სოლომონ კვირკველია, ჯემალ ტაბიძე, გია გრიგალავა, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11411