ლონდონის „არსენალისა“ და დანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა გაიხსენა, რომ პოკერში 6 მილიონი ევრო წააგო.
სკანდინავიელის განცხადებით, იმ დღეს საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, თუმცა მას შემდეგ დიდ თანხაზე აღარ უთამაშია.
„ჩემს ცხოვრებაში პოკერს ხშირად ვთამაშობდი. 19 წლის ასაკიდან არაერთ პროფესიონალთან მითამაშია. ძნელია იმ თანხის გახსენება, რომელიც წავაგე, მაგრამ დაახლოებით 6 მილიონი ევრო იქნება. არ ვიტყოდი, რომ აზარტული თამაშების პრობლემა მქონდა, რადგან ვახერხებდი თავსი გაკონტროლებას, მაგრამ ერთ ღამეს, ლონდონში კონტროლი დავკარგე და შეიძლებოდა ძალიან ცუდად დასრულებულიყო. იმ საღამოს შემდეგ დიდ თანხაზე თამაში დავასრულე, მხოლოდ მცირე თანხაზე ვთამაშობდი რამდენიმე მეგობართან ერთად“, - განაცხადა ბენდტნერმა.