ისტორია

10:15 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

15 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1970 – დაიბადა ფრანკ და რონალდ დე ბურები. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ფრანკს ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 112 მატჩი (13 გოლი), რონალდს 67 შეხვედრა (13 ბურთი). ტყუპები გამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნების წამყვან კლუბებში (“აიაქსი”, “ბარსელონა”, “რეინჯერსი”, “გალათასარაი”) და მოპოვებული აქვთ მრავალი ტიტული.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1910 - პირველი მატჩი ჩაატარა იტალიის ნაკრებმა. მილანის სტადიონზე “სტადიო ჩივიკო არენაზე” “სკუადრა აძურამ” 6:2 საფრანგეთის ნაკრებს მოუგო. იტალიის ნაკრების ისტორიაში პირველი გოლი “მილანის” ფორვარდმა ლანამ გაიტანა. იმ მატჩში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. იტალიის ნაკრების სადებიუტო შეხვედრას 4 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1953 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, როკი მარჩიანომ ჯო უოლკოტი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1963 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ლონდონის “ტოტენჰემ ჰოტსპურმა” როტერდამის “ფეინოორდის” სტადიონზე, 49 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მადრიდის “ატლეტიკო” 5:1 დაამარცხა. ეს თასების თასის ფინალებში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა. გოლები გრივზმა (2), დაისონმა (2), უაიტმა (“ტოტენჰემი”) და კოლერმა (“ატლეტიკო”) გაიტანეს.

1964 - ლისაბონის “სპორტინგმა” თასების მფლობელთა თასის ფინალში გადათამაშებაში (პირველი შეხვედრა 3:3 დასრულდა) ანტვერპენში (ბელგია) 19 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ბუდაპეშტის მტკ-ს 1:0 მოუგო. გოლი მორაიშმა გაიტანა.

1983 - ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა დინო ძოფმა. იმ დღეს ლეგენდარული მეკარე ასაკით 41 წლისა და 2 თვისა გახლდათ. იტალიელთა უპირველეს დივიზიონში უფრო ხანდაზმულ ასაკში მხოლოდ რომაული “ლაციოს” გოლკიპერმა მარკო ბალოტამ იასპარეზა.

1985 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, “ევერტონმა” როტერდამში 50 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ვენის “რაპიდს” 3:1 მოუგო. გოლები გრეიმ, სტივენმა, შიდიმ (“ევერტონი”) და კრანკლმა (“რაპიდი”) გაიტანეს.

1988 - “ფორმულა-1”-ის მონტე კარლოს (მონაკო) გრან-პრი ალენ პროსტმა (“მაკლარენი”) მოიგო.

1991 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, როტერდამში, 45 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “ბარსელონას” 2:1 მოუგო. გოლები ბრუსმა ჰიუზმა (“მანჩესტერი”) და რონალდ კუმანმა (“ბარსელონა”) გაიტანეს.

1994 - “ფორმულა-1”-ის მონტე კარლოს (მონაკო) გრან-პრი მიხაელ შუმახერმა (“ბენეტონი”) მოიგო.

  1. მიუნხენის “ბაიერნმა” UEFA-ს თასის გათამაშების განმეორებით მატჩში, ბორდოში “სტად ჟერლანის” სტადიონზე, 36 ათასი მაყურებლის თანდასწრებით “ბორდოს” 3:1 სძლია და ვინაიდან მიუნხენში 2:0 ჰქონდა მოგებული, საპატიო პრიზი დაისაკუთრა. განმეორებით პაექრობაში გოლები შოლმა, კოსტადინოვმა, კლინსმანმა (“ბაიერნი”) და დუტუელმა (“ბორდო”) გაიტანეს.

2002 - გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” მადრიდის “რეალმა” (გუნდს ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა) ლევერკუზენის “ბაიერს” 2:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა. გოლები რაულმა და ზიდანმა (“რეალი”) და ლუსიომ (“ბაიერი”) გაიტანეს. შეხვედრას 51 446 მაყურებელი დაესწრო.

2004 - ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მუნდიალის ჩატარება აფრიკულ ქვეყანას დაევალა. 2010 წლის პლანეტის პირველობას სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს.

2005 - ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონი ჩეხეთის ნაკრები გახდა, რომელმაც კანადელებს 3:0 მოუგო. ბრინჯაოს მედლები, შვედების 6:3 ძლევის შემდეგ, რუსებმა მოიპოვეს.

2006 - გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა ლონდონის “ჩელსისთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე იგი მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა.

2007 - ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “ნიუკასლის” მთავარ მწვრთნელად სემ ელერდაისი დაინიშნა.

2012 - საქართველომ საფეხბურთო ევრო2020-ის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა.

2013 - ბელა ხოტენაშვილმა (რეიტინგი - 2505) 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრისგათამაშებისსერიისპირველი ტურნირი მოიგო. ხოტენაშვილს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაშიმიმდინარეპრესტიჟულიტურნირისდასკვნითი ტურის წინ 7.5 ქულა ჰქონდა, ერთპიროვნულადლიდერობდანახევარი ქულითუსწრებდაუახლოეს მდევარს ანა მუზიჩუკს. ბოლო ტურში მუზიჩუკიალექსანდრაკოსტენიუკს დაუზავდა, რაც იმისმაუწყებელი იყო, რომ ქართველ ლიდერს ნახევარი ქულაცჰყოფნიდა. მართლაც ხოტენაშვილი ანაუშენინასყაიმზე შეუთანხმდა და საბოლოოდ 11 შესაძლებლიდან 8 ქულითტურნირის გამარჯვებულიგახდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1889 - ხოსე მარია ბელასტეგიგოიტია “ბელაუსტე”. ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდი 1910-22 წლებში. 1920 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. ესპანეთის თასის ექვსგზის მფლობელი.

1901 - ლუის ფელიპე მონტი. არგენტინელი ფეხბურთელი. ამპლუით მცველი და ნახევარმცველი. პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში). 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონი (“სკუადრა აძურას” რიგებში გამოსვლისას). პირველი მოთამაშე, რომელმაც ორი ეროვნული ნაკრების ღირსება (არგენტინა, იტალია) დაიცვა. არგენტინის ნაკრებში გამოსვლისას 1927 წელს მოიგო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა, 1928-ში კი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი დაიმსახურა. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი, გაიტანა 5 გოლი, იტალიის ნაკრების 18 შეხვედრაში გაიტანა ერთი გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა არგენტინულ “ურაკანში”, “სან ლორენსოსა” და “ბოკა ხუნიორსში”, იტალიაში კი ტურინის “იუვენტუსში”. 1921, 1923, 1924 და 1927 წლებში გახდა არგენტინის ჩემპიონი, 1932, 1933, 1934 და 1935 წლებში კი იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. არგენტინის ეროვნული პირველობის 220 მატჩში გაიტანა 40 გოლი, იტალიის ჩემპიონატის 225 შეხვედრაში კი 20. ლუის მონტი 1983 წლის 9 სექტენბერს გარდაიცვალა.

1904 - გუსტავ-ადოლფ ბოლტენშტეინი. შვედი ცხენოსანი. 1952 და 1956 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1912 - ისიდრო ლანგარა. ბასკი ფეხბურთელი. 1945 წელს მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა. კარიერის განმავლობაში გატანილი აქვს 900 გოლზე მეტი (საშუალოდ 1.17 ბურთი მატჩში). სამჯერ გახდა ესპანეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი, თითოჯერ არგენტინისა და მექსიკის ჩემპიონატების საუკეთესო სნაიპერი გახდა. 1937 წელს ბასკონიის ნაკრების შემადგენლობაში თბილისში ითამაშა.

1914 - მიხეილ ბერძენიშვილი. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი. საკავშირო პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების (ორ-ორჯერ) მფლობელი. საკავშირო თასის ორგზის ფინალისტი (1936, 1937). გამოირჩეოდა პენალტის შესრულების ორიგინალური სტილით. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მიხეილ ბერძენიშვილი 1981 წელს გარდაიცვალა.

1924 - ანდრეა დიარმატი. ლეგენდარული უნგრელი წყალბურთელი. ორი ოლიმპიადის (1948, 1960) მონაწილე.

1924 - ვიკტორ ლამბერეხტსი. 1945-55 წლებში გამოდიოდა ბელგიის ნაკრებში (42 მატჩი, 14 გოლი). 1947 წელს ფიფას ნაკრების შემადგენლობაში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ბელგიის სამგზის ჩემპიონი. ლამბერეხტსს გულშემატკივრებმა “ბელგიელი მეტიუზი” შეარქვეს.

1944 - მირუს იფტერი. ეთიოპიელი მძლეოსანი. გამოდიოდა 5 და 10 კმ-ზე რბენაში. 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1948 - ნიკოლაი გორბაჩოვი. ფოთელ ვიქტორ კრატასიუკთან ერთად, ბაიდარებით ნიჩბოსნობაში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1974 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1957 - ოლეგ ზურაბიანი. 63 კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტთა შორის 1977 წლის ევროპის ჩემპიონი (გუნდური) და 1976 წლის კონტინენტის პირველობის ვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1976) და თასის მფლობელი (1978). მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

1960 - რიმას კურტინაიტისი. ლიტვის ეროვნული ნაკრებისა და კაუნასის “ჟალგირისის” კალათბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში.

1964 - პიერ ტრენტინი. ველოსპორტში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1965 - რაი (სოუზა ვიეირა დე ოლივეირა). ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ფეხბურთელი. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მუნდიალის 5 მატჩში გაიტანა ერთი გოლი. მოგებული აქვს ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონობა და ორჯერ თასი. შდის პსჟ-ს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში. რაი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის სოკრატესის ძმაა.

1970 - ფრანკ და რონალდ დე ბურები. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ფრანკს ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 112 მატჩი (13 გოლი), რონალდს 67 შეხვედრა (13 ბურთი). ტყუპები გამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნების წამყვან კლუბებში (“აიაქსი”, “ბარსელონა”, “რეინჯერსი”, “გალათასარაი”) და მოპოვებული აქვთ მრავალი ტიტული.

1978 - ემი ჩოუ. მხატვრულ ტანვარჯიშში 1996 წლის ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

1979 - რენატო (რენატო დირნეი ფლორენსიო). ბრაზილიელი ფეხბურთელი.

1981 - პატრის ევრა საფრანგეთის ნაკრების, “მონაკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი. ინგლისისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი. 2008 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი.

1981 - პოლ კონჩესკი. ინგლისელი ფეხბურთელი.

1987 - ენდი მარეი. შოტლანდიელი ჩოგბურთელი. 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში. უიმბლდონის ჩემპიონი (2013). 2012 წელს მოიგო აშშ-ის ღია პირველობა. უიმბლდონის (2012) და ავსტრალიის ღია პირველობის სამგზის ფინალისტი. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 27 მილიონ 193761 დოლარი.

0.116879