ფეხბურთი

0:54 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ამას მე არ ვამბობ, ეს ფაქტია" - სამუელ ეტო'ომ აფრიკის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

კატალონიის „ბარსელონასა“ და მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ აფრიკის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

კამერუნელმა ინსტაგრამში ვეტერან სენეგალელ ფეხბურთელ ელ-ჰაჯი დიუფს კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ, დამაჯერებლად და უყოყმანოდ უპასუხა.

„როგორც ჩანს, ჩემმა ძმამ, დიუფმა ბევრი დალია... არავინ იყო ჩემს დონეზე, არც უკეთესი, მათ შორის არც დროგბა. ამას მე არ ვამბობ, ეს ფაქტია. მინდოდა ნომერ პირველი ვყოფილიყავი და მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ასეც იყო“, - განაცხადა ეტო’ომ.

შეგახსენებთ, სამუელ ეტო’ო აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი სახელოვანი და ტიტულოვანი ფეხბურთელია. სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ „ბარსელონაში“, ერთხელ „ინტერში“), ოთხჯერ აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

თუმცა, მეორეს მხრივ, აფრიკულ ფეხბურთს ტალანტები არასდროს აკლდა. მაგალითად, დიდიე დროგბა, რომელმაც ასევე ეპოქა შექმნა, ანაც ჟორჟ ვეა, რომელიც ერთადერთი აფრიკელია, ვინც „ოქროს ბურთი“ მოიგო. და მაინც, როგორც აღმოჩნდა, ეტო’ო საკუთარ თავს საუკეთესოდ მიიჩნევს...

0.121582