ფეხბურთი

18:05 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშითქაშში" კორონავირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა

სტამბოლის „ბეშიქთაშში“ 13 მაისს კორონავირუსის მასობრივი ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 8 ადამიანი ინფიცირებულია.

„არიწვების“ ვებგვერდის ინფორმაციით, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება და პროტოკოლით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს იცავენ. დაინფიცირებულთა შორისაა კლუბის პრეზიდენტი აჰმეთ ნურ ჩები.

დანარჩენების ვინაობა კი ამ ეტაპზე არ გასაჯაროვებულა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ჩემპიონატი 14 ივნისს უნდა განახლდეს და გადაწყვეტილება ოფიციალურია, მაგრამ „ბეშიქთაშში“ ზუსტად 1 თვით ადრე დაფიქსირებულმა რვა შემთხვევამ შესაძლოა ვითარება შეცვალოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111728