მნიშვნელოვანი სიგნალი გაისმა იტალიიდან სეზონის განახლების თარიღზე. იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ განაცხადა, რომ სერია A-ს სეზონის 13 ივნისს განახლება პრაქტიკულად 99%-ით გადაწყვეტილია.
„სეზონი 13 ივნისს 99.9%-ით განახლდება“, - მოკლე კომენტარი გააკეთა მალაგომ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიური კლუბები სწორედ ხსენებულ თარიღზე შეთანხმდნენ და საბოლო ვერდიქტი იტალიის ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს.