იტალიური „ბრეშას“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ინსტაგრამში ალესანდრო მატრის ესაუბრა და განაცხადა, რომ კარანტინში კედლის ნაჭრებს ჭამდა.
მარიო იმასაც ეჭვობს, რომ ახლა ბურთის გაჩერებას მოახერხებს, რადგან ორი თვეა ბურთს არც შეხებია.
„ბურთი რომ მომაწოდონ, ალბათ ვერ გავაჩერებ, ორი თვეა ბურთს საერთოდ არ შევხებივარ. სიმართლე გითხრათ, კანონს ვარღვევდი და სახლის გარშემო პარკში დავრბოდი. სარბენი ბილიკი თუ არ გაქვს, სახლში ვარჯიში შეუძლებელია. ამიტომ, ვცდილობდი ცოტა მერბინა.
სახლში ბოლო ორი კვირა ძალიან რთული იყო. მარტო ვიყავი და საჭმლის მომზადება არ ვიცი. რამდენიმე დღე მუყაოს და კედლის ნაჭრებს ვჭამდი. საბედნიეროდ, მსუქანი არ ვარ“, - თქვა ბალოტელიმ.