ფეხბურთი

2:14 | 14.05.2020 | ნანახია 524 - ჯერ

დელე ალი გაქურდეს და სახის არეში დაზიანება მიაყენეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი დელე ალი გაქურდეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ბრიტანული მედიის ცნობით, ალი ბარნეტში მდებარე საკუთარ სახლში ძმასთან და კომპანიონ გოგონებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პიროვნება თავს დაესხნენ.

თავდამსხმელებმა ინგლისელ ფეხბურთელს ძვირფასეულობა, მათ შორის ძვირადღირებული საათები მოპარეს, ხოლო სახლიდან წასვლის წინ სხეულზე, კერძოდ სახის არეში მცირედი დაზიანებაც მიაყენეს.

როგორც პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, ჭრილობა მძიმე არ იყო და საავადმყოფოში გადაყვანას არ ექვემდებარებოდა. ამ დროისთვის თავდამსხმელების დაკავება სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ მოახერხეს.

რაც შეეხება დელე ალის ფინანსურ ზარალს, მძარცველებმა დაახლოებით 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ძვირფასი ნივთები წაიღეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:43 | 14.05.2020
ogafa (10143)

12:00 | 14.05.2020
pirlo (1162)

დელე ალი მისი ძმა და კიდე 7 მეგობარი იყვნენო და 2 დანით შეიარაღებულმა 9 კაცი როგორ გაქურდა თავისივე სახლში 9 ვეს უბრალოდ ჩანგლები და კოვზები რომ აეღოთ ისე გაიქცეოდნენ თავისით

0.129011