უეფას ვებგვერდმა საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - წარმოიდგინეთ ევროპული ფეხბურთი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის გარეშე. Uefa.com-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ:
ათწლეულის განმავლობაში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე დომინირებენ, როგორც გოლების, ისე ინდივიდუალური ჯილდოების მხრივ. როგორი იქნებოდა ევროპული ფეხბურთი დღეს მათ გარეშე...
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
არის: რონალდუ (129 გოლი)
იქნებოდა: რაული (71)
უეფას ტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
არის: რონალდუ (131 გოლი)
იქნებოდა: რაული (77)
ყველაზე მეტი გამომწერი ტვიტერში
არის: რონალდუ (84.6 მილიონი)
იქნებოდა: ნეიმარი (47 მილიონი)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები სეზონების მიხედვით
ბოლო 12 წლის განმავლობაში ბომბარდირობას ყოველთვის მესი ან რონალდუ, ან ორივე ერთად ახერხებდნენ. ნეიმარი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მათ ბრძოლაში ჩაერია (2014-2015 წლების სეზონში ორივესთან ერთად გაიყო ბომბარდირობა).
2007-2008 წლების სეზონი: ტორესი, დროგბა, ჯერარდი (6 გოლი)
2008-2009: ჯერარდი, კლოზე (7)
2009-2010: ოლიჩი (7)
2010-2011: გომესი, ეტო’ო (8)
2011-2012: გომესი (12)
2012-2013: ლევანდოვსკი (10)
2013-2014: იბრაჰიმოვიჩი (10)
2014-2015: ნეიმარი (10)
2015-2016: ლევანდოვსკი (9)
2016-2017: კავანი, ლევანდოვსკი (8)
2017-2018: ფირმინო, მანე, სალაჰი (10)
2018-2019: ლევანდოვსკი (8)
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ყველაზე მეტჯერ
არის: რონალდუ (7)
იქნებოდა: ლევანდოვსკი (4)
ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში
არის: რონალდუ - 2013/2014 წლების სეზონი (17 გოლი)
იქნებოდა: ვან ნისტელროი - 2002/2003 (12) და გომესი - 2011-2012 (12)
ყველაზე მეტჯერ უეფას წლის ფეხბურთელის ტიტული
არის: რონალდუ (3)
იქნებოდა: ბუფონი, გრიზმანი, ინიესტა, მოდრიჩი, ნოიერი, რიბერი, სუარესი, ვან დეიკი, ჩავი (1)
„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულები
არის: მესი (6)
იქნებოდა: პლატინი, კრუიფი, ვან ბასტენი (3)
ჩავის, ანდრეს ინიესტას და ნეიმარს ორ-ორჯერ ექნებოდათ მოგებული „ოქროს ბურთი“, ხოლო თითოჯერ ფერნანდო ტორესს, ფრანკ რიბერის, მანუელ ნოიერს, ანტუან გრიზმანს და ვირჯილ ვან დეიკს.
ყველაზე მეტი გოლი ჯგუფურ ეტაპზე
არის: მესი (68)
იქნებოდა: ბენზემა (47)
ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე
არის: მესი, რონალდუ (8)
იქნებოდა: ინძაგი, გომესი, ლუის ადრიანო, ლევანდოვსკი (3)
უეფას წლის გუნდში ადგილი
არის: რონალდუ (14)
იქნებოდა: სერხიო რამოსი (7)
სანაკრებო მატჩებში ევროპის საუკეთესო ბომბარდირი
არის: რონალდუ (99)
იქნებოდა: პუშკაში (84)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ან რაზეა საუბარი გუნდის ვიცე პრეზიდენტი იყო მგონი მაგ დროს ცქიტიშვილი მაყურებლებს რომ აუხტა და კაჩაობა დაუწყო. არასწორმა მენეჯმენტმა ფიფია გაკოტრებამდე მიიყვანა
დინამო თბილისი იქცა დებილების თავშეყრის ადგილი მენეჯმენტს ვგულისხმობ. რამდენი ნიჭიერი ბიჭი დაკარგეს კაპიკებად როცა შეეძლოთ სერიოზული გუნდის შეკვრა შედეგების დადება რაც ფინანსურად გუნდსაც გააძლიერებდა. 800 000 გაVშებული მამარდა აზაროვიც 1 მილიონის ფარგლებშI გაუშვეს იგივე ნინუა და ბაზელში როა კვარა დავიტაშვილი და რამდენი დინამოს აკადემიის აღზრდილი 16-17 წლის ბიჭებს ყიდიან 1 მილიონის ფარგლებში იმის მაგიერ შეინარჩუნონ 19-20 წლამდე შეკრან გუნდი დაიმატონ ლეგიონერები ვინც გუნდს გააძლიერებს. წარმატებული ევრო სეზონი გაზრდილი მოთხოვნილება მის ფეხბურთელებზე დ აგაზრდილ ფას არ ნიშნვას? მაგრამ არაა არანაირი რისკი გატVლა დღევანდელი თეთრები ურჩევნიათ
საინტერესო ამბის მომსწრენი ვართ.. რომან ფიფიას დიშლა მენეჯერი ამბობდა, რო საქართველოს დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და ამით ამართლებდა ფერმერებისგან წამოცმულ დინამოს. ამ დროს, სომხეთის ერთდროულად 3 გუნდი მაღალი დონის ლეგიონერებით პლეი-ოფში გადის და ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა. ნორვეგიული ბოდო/გლიმტი ლამის 11 ნორვეგიელი გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ. იგივეა კიდე ადგილობრივი უკრაინელებით დაკომპლექტებული დინამო კიევი. ყოველგვარი გასაპრავებელი თავზე დაეხათ ამ დილეტანტებს და მაინც არ უნდათ, რო მოგვშორდნენ. არ იცით საქმის კეთება და მენეჯმენტი, გადაებით ერთმანეთს და წადით!
ახლა რაღას იტყვის რომან ფიფიას სირთა კანტორა?