ფეხბურთი

21:15 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არასწორად გაიგეს" - კლუბმა გიორგი მაკარიძე დაიცვა

საქართველოს ნაკრებისა და სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარე გიორგი მაკარიძე კლუბის სპორტულმა დირექტორმა როდოლფო ვაზმა დაიცვა. საქმე ისაა, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩის წინ, რომელსაც „ვიტორია“ „ბენფიკასთან“ (1:1) ატარებდა, მაკარიძემ თქვა:

„მირჩევნია „ბენფიკასთან“ არ წავაგოთ და მზად ვარ ყველა სხვა თამაშში დავმარცხდეთ“. ამ სიტყვებს დიდი კრიტიკა მოჰყვა კლუბის გულშემატკივრების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი თვე გავიდა.

ვაზმა კი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო:

„მე უცხოეთში ნამუშევარი მაქვს და ვიცი რამდენად რთულია უცხო ენაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ ინტერპრეტაციის შეცდომა იყო.

„ინტერესი „ბენფიკას“ მხრიდან? როდესაც გუნდში მაკარიძის მსგავსი მეკარე გყავს, ნორმალურია მაღალი დონის კლუბების ინტერესი. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ახლა მისი გასხვისების შესაფერისი დრო არაა. თუ ის გუნდს დატოვებს, მხოლოდ სატრანსფერო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ“, - თქვა ვაზმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონში 23 თამაში ჩაატარა და 11-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

0.102004