ფეხბურთი

18:52 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ბელარუსი უმაყურებლოდ? უეფა ერთა ლიგის მატჩებზე ქომაგების დასწრების შეზღუდვას აპირებს

ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩები, იგივე ერთა ლიგის ნახევარფინალ-ფინალები შესაძლოა დახურულ კარს მიღმა, უმაყურებლოდ გაიმართოს. ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიური მედია იტყობინება.

belfasttelegraph.co.uk-ის ინფორმაციით, უეფა სერიოზულად განიხილავს საკითხს, რომ ერთა ლიგის ყველა მატჩზე მაყურებელთა დასწრება აკრძალოს და ამის შესახებ უახლოეს ვიდეო კონფერენციაზე ფედერაციებს აცნობებს.

ჯერჯერობით ერთა ლიგის ნახევარფინალების ჩატარების თარიღი ოფიციალურად დადგენილი არაა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. თუ ეს თარიღი დადასტურდება, უსაფრთხოების მიზნით უეფა მატჩების უმაყურებლოდ ჩატარების განკარგულებას გასცემს.

თუ ასე მოხდება, ეს განსაკუთრებით იმოქმედებს საქართველოს ნაკრებზე და ქართველ გულშემატკივარზე, რადგან „ჯვაროსნებმა“ ნახევარფინალში ბელარუსს სწორედ თბილისში უნდა უმასპინძლონ და გამარჯვების შემთხვევაში ფინალიც ჩვენს დედაქალაქში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122666