ფეხბურთი

16:39 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგემ ვერნერს უპასუხა: "ასეთი განცხადება არასდროს მინახავს"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ლაიფციგის“ თავდამსხმელ ტიმო ვერნერზე ისაუბრა.

გერმანელმა ფორვარდმა ცოტა ხნის წინ თქვა, „ბაიერნში“ გადასვლას, კარიერის უცხოეთში გაგრძელება მირჩევნიაო. რუმინეგიმეს პასუხი კი ხსენებულ განცხადებაზე ასეთია:

„სინამდვილეში გაკვირვებული არ ვარ, მაგრამ არასდროს მინახავს ფეხბურთელს ჭორების საპასუხოდ ასეთი განცხადება გაეკეთებინოს“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, ტიმო ვერნერით ინტერესს იტალიური და ინგლისური კლუბებიც იჩენენ, ფეხბურთელს კი „ლაიფციგის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12088