ფეხბურთი

14:53 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მსაჯმა გოლი მალდივებიდან გამიუქმა" - ინძაგიმ 2002 წლის მუნდიალი გაიხსენა

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ 2002 წლის მუნდიალზე მექსიკასთან არჩათვლილი გოლი გაიხსენა.

„პიპომ“ კრისტიან ვიერისთან საუბარში განაცხადა, რომ მსაჯმა გოლი მალდივის კუნძულებიდან გაუუქმა, ისე, რომ არც დაუნახავს თამაშგარე.

„გახსოვს მექსიკასთან გოლი? შეტევაში ჩვენ ორი ტოტისთან ერთად ვთამაშობდით. მე გოლი გვაიტანე, მაგრამ მაგრამ ლაინსმენმა მალდივებიდან გააუქმა. ერთი მეტრით ვიყავი თამაშში, მას არასდროს დაუნახავს თამაშგარე, თუმცა გოლი მაინც არ ჩათვალა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, დელ პიერომ გაიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირს ვეთიშებოდით. რეალურად, ჩვენ 30-ე წუთზე დავწინაურდით, რადგან ჩემი გოლი უსამართლოდ არ ჩაითვალა, კარგი გოლი იყო“,- თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ 2002 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალია ალესანდრო დელ პიეროს გოლით მექსიკას დაუზავდა და ჯგუფიდან 4 ქულით გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131459