ფეხბურთი

10:39 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

39 წელი ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან! (+VIDEO)

39 წელი გავიდა დიუსელდორფის ისტორიული საღამოდან, როდესაც თბილისის "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება მოახერხა.

ორი აზრი არაა, 1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა ოქროს ასოებით და ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი გამარჯვებაცაა. "დინამო" იმ დღეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ იენას "კარლ ცაისს" გაეჯიბრა და დამსახურებულად იმარჯვა.

გერჰარტ ჰოპეს გოლს ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ ორი ბრწყინვალე გოლით უპასუხეს და ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვება გამოჭედეს.

გადის წლები, ეს გამარჯვება კი დავიწყებას არ ეძლევა და არც მიეცემა, რადგან ისტორიაში კუთვნილი და ღირსეული ადგილი საფუძვლიანად დაიკავა!

„დინამო“ – „კარლ ცაისი“ 2:1

გოლები: 0:1 ჰოპე (63), 1:1 გუცაევი (67), 2:1 დარასელია (86)

„დინამო“: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე (კაკილაშვილი 67), სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

„კარლ ცაისი“: გრაპენტინი, ბრაუერი, ჰოპე (ოვერმანი 88), შილინგი, კურბიევეტი, შნუფასი, კრაუსი, ლინდემანი, ბიელაუ (ტიოპფერი 76), რააბი, ვოგელი

მწვრთნელი: ჰანს მაიერი

0.113902