ფეხბურთი

18:55 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბალოტელის ვარჯიში ეზიზღებოდა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი იტალიელზე საუბრობს

„ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა რიკი ლამბერტმა ყოფილი თანაგუნდელი მარიო ბალოტელი გააკრიტიკა და თქვა, რომ ვარჯიშის დროს მარიო ძალიან იცვლებოდა.

„ბრენდან როჯერსმა ბალოტელი ჩემზე წინ დააყენა და ახლაც არ მესმის რატომ. მას ვარჯიში ეზიზღებოდა. შესანიშნავი ბიჭია სავარჯიშო მოედანს მიღმა, მაგრა როდესაც ვარჯიშობდა, ასეთი აღარ იყო. არ მესმის როჯერსმა როგორ მამჯობინა, ეს გუნდზე უარყოფითად აისახა“, - თქვა ლამბერტმა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი და ლამბერტი „ლივერპულში“ 2014-2015 წლებში იყვნენ თანაგუნდელები. იტალიელის კარიერა „ენფილდ როუდზე“ ძალიან წარუმატებელი გამოდგა 28 თამაშში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117747