კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლუბის მმართველობაში დაბრუნებას გეგმავს და 2021 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ესპანური მედიის ცნობით, ლაპორტას ერთ-ერთი მთავარი გეგმა „ბარსაში“ პეპ გვარდიოლას დაბრუნებაა, რომელიც კლუბს სწორედ მისი მმართველოს დროს წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო და კლუბის ოქროს წლების საფუძველიც სწორედ მის მიერ გაწეულ სამუშაოს უკავშირდება.