ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუ დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხუთჯერ მოახერხა ჩემპიონობა. ცხადია, საუბარია, 1992-1993 წლების სეზონიდან, როდესაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა.
მას შემდეგ პორტუგალიელზე ნაყოფიერი არავინაა. რონალდუმ შემდეგ წლებში მოიგო ფინალები და თან ყველა ფინალურ მატჩში მოედანზე იყო:
2007-2008 (მანჩესტერ იუნაიტედი)
2013-2014 (რეალი)
2015-2016 (რეალი)
2016-2017 (რეალი)
2017-2018 (რეალი)
გარდა ამისა, კრიშტიანუმ 2009 წელს ერთი ფინალის წაგებაც მოახერხა, როდესაც „მანჩესტერთან“ ერთად „ბარსელონასთან“ მარცხი განიცადა.
რონალდუს კვალში ანდრეს ინიესტა და კლარენს ზეედორფი უდგანან, რომლებმაც უპრესტიჟულესი ტიტული ოთხჯერ აღმართეს და ოთხივე მოგებულ ფინალში ითამაშეს:
ინიესტა
2005-2006 (ბარსელონა)
2008-2009 (ბარსელონა)
2010-2011 (ბარსელონა)
2014-2015 (ბარსელონა)
კლარენს ზეედორფის მიღწევა იმ მხრივაა გამორჩეული, რომ დღემდე ერთადერთია, ვინც სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად იმარჯვა.
ზეედორფი
1994-1995 (აიაქსი)
1997-1998 (რეალი)
2002-2003 (მილანი)
2006-2007 (მილანი)
აქვე ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგეს ლიონელ მესიმ, ჩავიმ და ჟერარ პიკემ, მაგრამ ინიესტასგან და ზეედორფისგან განსხვავებით მოედანზე მხოლოდ სამ ფინალში იყვნენ:
ჩავი: 2006 (არ უთამაშია), 2009, 2011, 2015 (ბარსელონა)
მესი: 2006 (არ უთამაშია), 2009, 2011, 2015 (ბარსელონა)
პიკე: 2008 (არ უთამაშია), 2009, 2011, 2015 (მანჩესტერ იუნაიტედი, ბარსელონა)
ვინაიდან მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობდით და არა ჩემპიონთა თასზე, ნუსხაში არ გვიხსენებია ფრანსისკო ჰენტო, პაოლო მალდინი და ალესანდრო კოსტაკურტა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სერხიო რამოსი,მარსელო,ისკო,კარვახალი, 3ადო ბენზემა,ბეილი ,მოდრიჩი, სადაც 3 ფინალში მთამააშებელი ხალხი ჩამოთვალეთ ,ესენი არ იყვნენ სახსენებლები ,4ფინალი არ მოიგეს?
ლიგაზე კრიშტიანუს შედეგები მართლა დაუჯერებელია მარტო თასები არა გოლები პასები ყველაფერში პირველია ლიგაზე თამაშებში რამდენიმე თამაშით იკერი უსწრებს და თუ გვაღირსეს ფეხბურთის დაბრუნება ალბათ მანდაც გადავა პირველზე
ევროპის ჩემპიონი რონალდოა, ნაკრებში ორჯერ კი არა სამჯერ ჯკეთესი შედეგი აქვს და აბა ეს მეტრეველის თასი და ლა ლიგააა ის დონე რაც ყველაფერს წონის?
მესის მნიშვნელოვანი ჯილდოები:10 ლა ლიგა,4 ლიგა,6 ოქროს ბურთი,6 ოქროს ბუცი,6 ფიფას საუკეთესოს ჯილდო.რონალდუს მნიშვნელოვანი ჯილდოები 6 ჩემპიონატი(3 პრემიერლიგა,2 ლა ლიგა,1 სერია ა),5 ლიგა,5 ოქროს ბურთი,4 ოქროს ბუცი,5 ფიფას საუკეთესოს ჯილდო და 1 ევროპა.ნაკრებში აქვს ევროპა მოგებული მაგრამ მესის მსოფლიოს ფინალი აქვს ნათამაშები რაც ევროპის ჩემპიონობას ჯობია მიუხედავად იმისა რომ ტიტული არაა.რაც შეეხება ლა ლიგის მეტრეველის თასს 9 სეზონი გაატარეს ერთად და 6-2 მოუგო მესიმ არადა რონალდუს ძაან უნდოდა მაგ მეტრეველის თასის მოგება.5-3 მოუგო ბომბარდირობა,4-0 ასისტები და 7-1 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობა.პლუს თამაშის ხარისხია მთავარი.მესი თამაშით საგრძნობლად ჯობია რონალდუს და იმის ნახევარი მიღწევაც რომ ქონდეს მესის რაც ახლა აქვს,იმ თამაშით რაც ითამაშა მაინც იქნება რონალდუზე წინ
ეგ არ არის ობიექტური მიდგომა, როცა ბარსაში მესი ტიტულებს იგებდა ნუ დაგავიწყდება რომ ეს ბარსელონა ყველა დროის საუკეთესო გუნდად ითვლება და საკმაოდ მართებულადაც და ეს ფაქტორი სწორედ რომ რონალდოს უპირატესობაზე მეტყველებს როცა ყველადროის საუკეთესო გუნდთან ჭიდილი, ლიგა 4 -ჯერ მოიგო, ლა ლიგა 2 ჯერ ოქროს ბურთები და ბუცები კიდევ და ევროპის ტიტული როგორ არის მუნდიალზე დამარცხებაზე ნაკლები?
კრიშტიანუ გაქაჩა ზედიზედ სამმა ლიგამ რომელიც როგორ მოიგო რეალმა კიდევ ცალკე საკითხავია.2015 წლის მონაცემებით რონალდუს ძაან ბევრი აკლდა მესიმდე.იმ 9 სეზონში რომელიც ლა ლიგაში ერთად გაატარეს მაგრად დაჩაგრა მესიმ.6-2 ჩემპიონობა,7-1 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობა,4-0 ასისტების ლიდერობა,5-3 ბომბარდირობა.ანუ ფაქტიურად გინდ რონალდუ ყოლოდა კონკურენტი და გინდ ბენზემა
9 სეზონში 2 ლა ლიგას რეალი ყველა ეპოქაში მოიგებს გინდ რონალდუ ყავდეს და გინდ ვინიციუსი.გვარდიოლას პირველ 3 სეზონში ანუ 2008-11 წლებში იყო ბარსა ყველადროის საუკეთესო გუნდი საიდანაც რონალდუმ მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა მაგ გუნდის წინააღმდეგ 2009-11 წლები.დანარჩენ 7 სეზონში 2011-18 წლებში რეალი შემადგენლობით არაფრით ნაკლები არ ყოფილა ბარსაზე თუ უკეთესი არა.მწვრთნელებზე აღარ ვიტყვი არაფერს სადაც ძაან დიდი უპირატესობა ქონდა რეალს.მესამე სეზონია უკვე რაც ბარსელონა არის მარტო მესი და რომელ ყველადროის საუკეთესო გუნდზეა საუბარი.8 წელია გვარდიოლა აღარაა მაგ გუნდში და არც ხავი-ინიესტა აღარ ყოფილა დონე 2014 წლის შემდეგ.2015-ში ხავი საერთოდ წავიდა და 2014-15 სეზონი სკამზე გაატარა
ურთიერთშეხვედრებში 2-ჯერ მეტი თამაში მოუგო კიდევ,პლუს გოლიც მეტი გაიტანა და საგოლეზე საუბარიც არაა მაგ თამაშებში.მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული რონალდუს მესის გუნდის წინააღმდეგ როცა მესიმ 12 საგოლე გაუკეთა რონალდუს გუნდს.სანამ მესიზე რამეს იტყვით კარგად გადახედეთ წარსულს
35 თამაშში(3 მანჩესტერით,30 რეალით,2 პორტუგალიით) მხოლოდ 1 გადაცემა გააკეთა რონალდუმ მესის გუნდის წინააღმდეგ(2014-ში მიცა ხესეს 2-1 წაგებულ კლასიკოზე),რაც ლადო დვალიშვილის სტატისტიკაც არაა)))))მესიმ მაგ 35 თამაშში გაიტანა 21 გოლი,12 გადაცემა გააკეთა და 16 თამაში მოიგო))))))რონალდუმ მოიგო 9 თამაში,გაიტანა 18 გოლი და გააკეთა 1 გადაცემა
ასპროცენტიან
ხენტოს 12 ლა ლიგა და 6 ლიგა აქვს მოგებული რითაც დღემდე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია საკლუბოზე
ბარსას იმ წარმატებას ყველა რონალდინიოს აწერს და რეალურად ბარსამ ფეხი წამოიდგა 2004 წლის ზაფხულზე როცა დეკუ-ეტოო დაიმატა.ძაან დიდი ძალა იყო ორივე.რონალდინიო რა თქმა უნდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო მაგრამ რომ არა დეკუ-ეტოოს დამატება ის ბარსა ვერაფერს ვერ იზამდა.პლუს ხავიმაც მაგრამ მოუმატა მაგ წლებში.ეგ 4 კაცი იყო იმ ბარსას ლიდერი გაუჩო-ეტოო-დეკუ-ხავი.დაცვას აღარ ვეხები
მესი-ხავის ფინალის გამოტოვებაზე წერია ზემოთ და 2005-06 სეზონში რამდენად მაგარი გუნდი იყო ბარსა,ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა გამოტოვა ნახევარი სეზონი(მესი ჩელსისთან მერვედფინალის მეორე თამაშში დაიმტვრა და 2006-ის მსოფლიომდე აღარ უთამაშია,ხავი კიდევ უფრო ადრე დაიმტვრა და მაგასაც სეზონის ბოლომდე არ უთამაშია)დუბლი დადეს მაინც.ეგ ორი რომ ყოლოდა ბევრად მარტივად მოიგებდნენ,მაგარი დაბალანსებული შემადგენლობა ყავდა.მომდევნო წლებში გვარდიოლას დროს რომ მესი-ხავის ნახევარი სეზონი გამოეტოვებინა საინტერესო იქნებოდა რას იზამდა ბარსა)))))
რონალდინიოზე ლაპარაკიც აღარაა და(არსენალთან ფინალს თუ არ ჩავთვლით სადაც აშკარად ჩააგდო თამაში) დეკუც ძაან მაგარ დონეს დებდა იმ სეზონში.ნუ ეტოოც ყოველთვის აკეთებდა თავის საქმეს.დეკუ ბევრმა დაივიწყა და რეალურად 4-ივე სეზონში(რაც ითამაშა ბარსაში 2004-08 წლებში) ეგ იყო ბარსას ცენტრის მთავარი კაცი,მერე მოდიოდა ხავი.ინიესტა კი თავიდან პატარა იყო და 2004-06 წლებში ძირითადათ სკამზე იჯდა.2006-08 წლებში გაუშინაურდა ძირითადს.ხავის რომ არ მიეღო ტრავმა დიდი ალბათობით ინიესტა გამოტოვებდა ფინალს და არა ხავი))))ნუ შეიძლება ცვლილებაზე შემოეყვანა ფინალშიც.ვანბომელი დეკუ ხავი იყო ძირითადი ცენტრი 2005-06 სეზონის ბარსასი,სკამზე მოტა-ინიესტა.წინ რონალდინიო-ეტოო-მესი ძირითადი.მესის ჩელსისთან დამტვრევის მერე კი ხან ჟული იყო ძირითადში და ხან ლარსონი.მოკლედ მაგარი სკამი ყავდა
ედმილსონი ყავდა ნახევარმცველი კიდევ რომელსაც დაცვაშიც ათამაშებდნენ და გაბრი რომელიც დიდი არაფერი ნახევარმცველი არ იყო თუმცა ღრმა ზამენისთვის არა უშავდა.ასევე მაქსი ლოპესი ყავდა ფორვარდი ღრმა ზამენისთვის.მოკლედ კარგი ღრმა გუნდი იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელით(ბუნებრივია გაუჩოს ვგულისხმობ) და დეკუ-ეტოოც მსოფლიოს ტოპ 10 ფეხბურთელში ნაღდად შედიოდნენ იმ დროს
ჩემპიონთა ლიგის (1992-დან დღემდე) სიმბოლურის ჩემი ვერსია:
--------------------კასილასი-------------------
დანი ალვეში---რამოსი------მალდინი---რ.კარლოსი
------ზეედორფი------ხავი------ინიესტა---------
----მესი---------რაული---------რონალდუ------
მე მაინც სამუელ ეტოოს ჩავავავდი
ზეედორფი-რაული მიუხედავად იმისა რომ ტიტულები აქვთ ცოტა მაინც უხერხულია ყველადროის სიმბოლურში თქვა.იგივე ზეედორფის ადგილზე მე მაინც ზიდანს ვიტყოდი რომელსაც მიუხედვად იმისა რომ მხოლოდ 1 თასი აქვს,ასევე 2 ფინალი აქვს წაგებული და ზოგადადაც მაღალ დონეზე თამაშობდა წლების მანძილზე.რაულის ადგილზე კი თუნდაც შევჩენკო ან ანრი ისევ და ისევ იმის გამო რომ რეალურად რაულზე მაგარი ფეხბურთელი იყო ორივე მიუხედავად იმისა რომ რაულს 3 თასი აქვს.ავტორს კი ძველებიდან დისტეფანო გამორჩა მთავარი შემოქმედი რეალის ზედიზედ 5 თასის
რაულზე მაგარი იყო ანრი და შევაა-სასაცილოა ჩემი აზრით
სასაცილო ისაა შენ რომ რაული გგონია მაგათზე უკეთესი ფეხბურთელი
დი სტეფანო არ გამორჩენია. რაც ჩემპიონთა თასს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, იქიდან მოყოლებული შედეგები აქვს მხოლოდ მხედველობაში.
ბუნებრივია, ანრი და შევჩენკო მირჩევნია რაულს, ისევე როგორც ზიდანის და ზეედორფის შედარება არ შეიძლება. გამორჩეულ თამაშთან ერთად ლიგებიც რომ ბლომად მოიგეს, ისეთი ხალხი შევიყვანე სიმბოლურში.
ხენტო უწერია ძმაო და როგორ აბა)))))
ხენტო კი უწერიათ, მაგრამ ნუსხაში არ გვიხსენებიაო.
მაგან ვაბშე ყველაზე მეტი თასი მოიგო (6), მაგრამ ბუნებრივია ეგ ჩემპიონთა ლიგის შექმნამდე მოხდა.
მალდინის და კოსტაკურტასაც მოაკლდა ის ადრე მოგებული ორი თასი და იმიტომაც არ არიან რეკორდსმენთა ნუსხაში. არადა 5 აქვთ ორთავეს.
ხოდა მაგ ნუსხაში არ გვიხსენობია რომ უწერია ხენტო მანდ გამორჩა დისტეფანოთქო))))
ანუ ნუსხაში არ გვიწერია ხენტოო,ისე უნდა ეთქვა დისტეფანოზეც არ გვიწერია დისტეფანო ნუსხაშიო)))))