ფეხბურთი

16:18 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მათ არასდროს უყვიროდა" - რაიან გიგზმა ფეხბურთელებთან ფერგიუსონის მიდგომა გაიხსენა

ვეტერანმა უელსელმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ ალექს ფერგიუსონი ხმას მხოლოდ ოთხ მოთაშესთან არ უწევდა. როგორც რაიანი იხსენებს, შოტლანდიელს მათთან მიმართებაში არ სჭირდებოდა განსაკუთრებული ენერგიის დახარჯვა.

„3-4 ფეხბურთელი იყო, რომელთაც ფერგიუსონი არასდროს უყვიროდა. ერიკ კანტონა, ბრაიან რობსონი, როი კინი და კრიშტიანუ რონალდუ. ყველა გამაჯრვებული მენტალიტეტის იყო, საკუთარი სტილით. ისინი თავიანთ საქმეს მუდმივად მოედანზე აკეთებდნენ, ამიტომ ფერგიუსონი მათთან ხმის აწევის აუცილებლობას ვერ ხედავდა.

ზოგჯერ ერიკი არაფერს აკეთებდა, არ მუშაობდა ისე, როგორც რუნი და ტევესი, მაგრამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან რაღაც კარგს გააკეთებდა. ფსიქოლოგიის მაგისტრი იყო, ფეხბურთელებიდან საუკეთესოს იღებდა“, - თქვა გიგზმა.

0.365789