ფეხბურთი

14:10 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი ყოველდღე - ლა ლიგაში გეგმა წარმოადგინეს

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სეზონის განახლებას 12 ივნისს ვარაუდობს. მისი განცხადებით, ეს ყველაზე კარგი თარიღია, მაგრამ ჯერ მაინც მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდნონ.

„გვინდა სეზონი 12 ივნისს განვაახლოთ, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. ლალიგა და სეგუნდა ერთდროულად განახლდება და ჩვენი იდეაა, რომ ჩემპიონატები ივლისისთვის დავასრულოთ. ასე, რომ აგვისტოში ჩვენს კლუბებს ევროთასებზე თამაში შეეძლებათ. როგორც კი სეზონი განახლდება, პრაქტიკულად ყოველდღე გვექნება მატჩები, 35 დღის განმავლობაში“, - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი დასაჩემპიონო რბოლაში „ბარსელონა“ „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.

0.11433