თამაშგარე

12:00 | 11.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური კალათბურთის მშვენება ვალენტინა (ფოტოგალერეა)

მოდელი, ტელეწამყვანი, მოგზაური და კალათბურთელი - ამ ყველაფერი იტალიელი ვალენტინა ვინიალი ერთრდოულად და რაც მთავარია წარმატებით ითავსებს.

მართალია, 28 წლის იტალიელი ისეთი დომინანტი არაა, როგორც მისი კუმირი, აწგარდაცვლილი კობი ბრაიანტი და არც ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ დონის გუნდში უთამაშია ოდესმე, მაგრამ სამაგიეროდ, სამოდელო ინდუსტრიაში არ აკლია პოპულარობა.

ვალენტინა ინსტაგრამშიც კარგა გვარიანად ცნობილი სახეა და უკვე მისი გამომწერთა რაოდენობა 2 მილიონ ადამიანს აჭარბებს. ასეთ დროს კი, სხვა რა დარჩენია თამამ ფოტოებს თამამად აქვეყნებს.

ახლა ამისთვის უფრო მეტი დრო და საბაბიც მიეცა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერდა. ზის სახლში და საკუთარ შხვართ სხეულს არავის უმალავს.

0.15598