ფეხბურთი

23:52 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მცველი ვან დეიკია"

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა კაპიტანმა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მცველად „ლივერპულის“ ფეხბურთელი ვირჯილ ვან დეიკი დაასახელა.

ბელგიელს გამოცემა Sporf-მა სთხოვა საუკეთესო დაესახელებინა და ალბათ ბევრი ტერის, ფერდინანდის, ვიდიჩის ან სტამის გვარს ელოდა, მაგრამ ბელგიელი თავის არჩევანში დარწმუნებულია.

„ვიტყვი, რომ ვან დეიკი. შეიძლება უცნაური არჩევანია, რადგან გარკვეული პერიოდი პრემიერლიგაში არ უთამაშია. თუმცა, ის, რაც მოედანზე ამ დროში გააკეთა, ამტკიცებს, რომ მაღალ დონეზე დგას და კიდევ უფრო მეტი შეუძლია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მცველი მარტო არასდროს უნდა იყოს. ვან დეიკს თანაგუნდელებთან მყარი კომუნიკაცია აქვს და ამიტომაც ავირჩიე“, - თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, ვან დეიკი პრემიერლიგაში 2015 წლიდან თამაშობს, ჯერ „საუთჰემპტონში“ ირჯებოდა, ხოლო 2018 წლის იანვარში „ლივერპულს“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108805