კალათბურთი

20:27 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საწვრთნელ პროცესს უბრუნდება

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა დაასრულა და ვარჯიში დაიწყო. ბასკურ გუნდში სამედიცინო შემოწმება ტარდება, რის შემდომაც საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდებიან.

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშები შეზღუდვების ფონზე წარიმართება, მოედანზე ერთდროულად 6 კალათბურთელზე მეტი ვერ გავა და რაც მთავარია დისტანციის დაცვა მოუწევთ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ლიგა ენდესა, თუ ეს 10 ივლისამდე არ მოხდება, მაშინ სეზონი ჩაშლილად გამოცხადდება.

მანამდე კი, ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. 12 საუკეთესო გუნდი ორ ექვსგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, სადაც გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ, 5 ტურის შემდეგ კი ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა და ფინალის საგზურს გაითამაშებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ბოლო დროს მადრიდის „რეალსა“ და „ოლიმპია მილანოს“ უკავშირებენ.

0.143183