უეფამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 7 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
გუშინ ფრანგული გუნდის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ შეხვედრის თარიღი, 7 აგვისტო დადასტურებული იყო.
თუმცა, დღეს გერმანულ მედიაში უეფას წარმომადგენელის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც ინფორმაცია არ დაადასტურა: „არაფერია გადაწყვეტილი, საერთოდ არაფერი“.
აღნიშნული განცხადებიდან ჩანს, რომ არამარტო "იუვენტუსი" - "ლიონის", არამედ მთლიანად ევროსეზონის ბედი ჯერჯერობით გარკვეული არაა.