ფეხბურთი

17:16 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მზა გუნდი დახვდა, მის გარეშეც წარმატებული იქნებოდა" - სტოიჩკოვი "ბარსაში" გვარდიოლას შრომას არ აღიარებს

ლეგენდარული ბულგარელი ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი „ბარსელონას“ წარმატებაში პეპ გვარდიოლას დიდ დამსახურებას და წვლილს ვერ ხედავს.

როგორც სტოიჩკოვმა განაცხადა, გვარდიოლას აშენებული, მზა და ჩამოყალიბებული გუნდი დახვდა, რომელიც წარმატებას მის გარეშეც მიაღწევდა.

„ბარსელონა“ უკვე ლამაზი და მზა გუნდი იყო. გვარდიოლას ამოცანა და სამუშაო ნამდვილად მარტივი გახლდათ, ლა მასიას საიდუმლოებები ეცოდინებოდა. გუნდი, რომელსაც პეპი წვრთნიდა, ფრანკ რაიკაარდის აშენებული იყო, ის ფეხბურთელები საოცარ და სანახაობრივ შედეგებს გვარდიოლასთან ერთად ან მის გარეშეც მიაღწევდნენ.

ანრის, დეკუს, რონალდინიოს, მარკესის, პუიოლისა და ვიქტორ ვალდესის კალიბრის ხალხმა ნამდვილად გიჟური გუნდი ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ ყველაფერი რაც გვარდიოლას სჭირდებოდა, რამდენიმე ფეხბურთელი იყო, შედეგად, მესიმ, ინიესტამ და პედრომ გუნდი დააკომპლექტეს“, - თქვა სტოიჩკოვმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111541