გერმანიაში 16 მაისიდან სეზონი განახლდება, პირველ და მეორე ბუნდესლიგაში. თუმცა, ყველაფერი იდეუალურად არაა. საქმე ისაა, რომ მეორე ბუნდესლიგის ბინადარი დრეზდენის „დინამო“ 14-დღიან კარანტინში გადავიდა.
დრეზდენულ გუნდში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც კლუბმა გადაწყვიტა, რომ მთელი გუნდი თვითიზოლაციაში გადავიდეს.
შედეგად, ცხადია 16 მაისს „ჰანოვერთან“ მატჩის გამართვა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჯერჯერობით, ხსენებული თამაშის ბედი ოფიციალურად არ გარკვეულა, მაგრამ დიდი ალბათობით არ გაიმართება.