ფეხბურთი

22:25 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფეხბურთი ყველას მოენატრა" - ლევან კობიაშვილი "ჰერტას" ვებგვერდს ესაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მცირე ინტერვიუ ბერლინის „ჰერტას“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ყოფილ კლუბს კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდეტობაზე, კორონავირუსზე და თავად „ჰერტას“ შესახებ ესაუბრა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა

2015 წლიდან წარმოუდგენელ შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვითარება და საქართველოში ინფრასტრუქტურის მოწყობა. აქამდე საქმეს კარგად ვაკეთებთ. ბევრი რამ ბუნდესლიგიდან გადმოვიღეთ.

ალექსანდრე იაშვილთან ურთიერთობა

ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებით, მაგრამ ზოგჯერ განსხვავებული მოსაზრებებიც გვაქვს, რადგან ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ძალიან ღია ვართ ერთმანეთთან და შესაბამისად, ძალიან კონსტრუქციულიც. ერთმანეთისგან ვსწავლობით.

კორონავირუსი

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ინფექციის რიცხვი საკმაოდ დაბალია. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დროულად დახურა ობიექტები. დროთა განმავლობაში ყველაფერი დახურული იყო, მანქანის მართვაც არ შეიძლებოდა. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილებაც აიკრძალა. ამასობაში, შეზღუდვები თანდათან იხსნება. წლების შემდეგ ჩემი ავტოფარეხიდან ველოსიპედის გამოყვანა მომიწია (იცინის), ბერლინში უფრო ხშირად დავდიოდი ველოსიპედით, მაგრამ აქ წლების განმავლობაში არ მქონდა ეს გაკეთებული.

ფეხბურთის განახლება საქართველოში

ჩვენ გვაქვს ბევრი კონსულტაციები ხელისუფლებასთან, ქართულ კლუბებთან, უეფასთან და ფიფასთან, რომ მაქსიმალურ კოორდინაციას მივაღწიოთ. ამჟამად ვარჯიშებზე ვმუშაობთ, ეს აუცილებელია.

დღევანდელი „ჰერტა“

სეზონის შეწყვეტამდე ბუნდესლიგას ტელევიზიით თვალს ვადევნებდი. რა თქმა უნდა, „ჰერტასთან“ დაკავშირებული დღემდე ვარ. რაც შეეხება ბრუნო ლაბადიას („ჰერტას“ მთავარი მწვრთნელი - რედ), როგორც მწვრთნელს არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც მასთან უმუშავია, დადებითად აფასებს.

ფეხბურთის დანაკლისი

ფეხბურთი უბრალოდ 90 წუთზე მეტია და ცხადია, არამარტო მე, არამედ მთელ მსოფლიოს მოენატრა. ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. იმედი მაქვს, რომ ყველა ჩვენგანი კარგად გავივლით ამ სიტუაციას და მალევე შევძლებთ ფეხბურთის ყურებას.

შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილი ბერლინის „ჰერტას“ ღირსებას 2010-2014 წლებში იცავდა და დედაქალაქური კლუბში ჩატარებული 113 მატჩის შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

0.116264