ფეხბურთი

12:35 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რენან ლოდის კორონავირუსი აქვს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი რენან ლოდი კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას Globoesporte ავრცელებს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ატლეტიკოს“ ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

თავის მხრივ, ბრაზილიური გამოცემა ირწმუნება, რომ ფეხბურთელი COVID-19-ზე დადებითია და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

0.140307